Viprez’s Blog

Just another WordPress.com weblog

ქალი!… ოქტომბერი 13, 2009

Filed under: Coffee and Cigarettes — viprez @ 11:24 AM

ქალის არ მესმის
(ვბორგავ და ვხვნეში)…
რამდენი გესლი
მქონია ნეკნში…

…ნიკო გომელაური…

ღმერთები იქ ცხოვრობენ, სადაც ქალებს ეთაყვანებიან.

ქალი ერთადერთი დაუსრულებელი ქმნილებაა,რომლის დასრულება ღმერთმა კაცს მიანდო…

ქალი – ეს არის ცა, მაგრამ ეს ცა ისევე მაღლაა მამაკაცისაგან, როგორც მიწა ცის თაღისაგან.

ქალი სინამდვილედ ქცეული ულამაზესი სიზმარია მამაკაცისა.

ქალები ცხოვრების სარკაზმია.

ქალი არის ყველაზე მისაღები შეცდომა ბუნებისა.

თითქმის ყველა ქალს უნარი შესწევს ყველაზე უმაღლესი გმირობა ჩაიდინოს სიყვარულის გამო.

ძნელი სათქმელია, რომ ქალს უფრო ძლიერად შეეძლოს სიყვარული, ვიდრე მამაკაცს, მაგრამ ეს კი უეჭველია, რომ ქალებმა უფრო უკეთესად იციან სიყვარული.

როგორ შეიძლება ისეთი ქალი დაივიწყო, თუნდაც ერთხელ ძლიერ რომ გყვარებია?

ქალის ღირსების საზომი მამაკაცია, რომელიც მას უყვარს.

თუ კაცს უნდა სიყვარული დაუმტკიცოს ქალს, ყველაფერი უნდა უამბოს, რასაც ქალის ცნობისმოყვარეობა მოითხოვს.

ქალი გულგრილია მის მიმართ, ვისაც უყვარს და უყვარს ის, ვინც მის მიმართ გულგრილია.

ქალებს როგორც ბაშვებს უყვართ ,,არას” თქმა,მამაკაცები როგორც ბავშვები სერიოზულად აღიქვამენ ამას

როცაა ქალი გიყვარს,მისი ჭირვეულობი შესრულება უდიდესი ბედნიერებაა

ქალს უფრო ძლიერი სიყვარული შეუძლია, ვიდრე მამაკაცთა უმრავლესობას, მაგრამ მამაკაცი მეგობრობაში უფრო გამტანია. კაცები არიან მიზეზი იმისა, რომ ქალებს ერთმანეთი არ უყვართ.

ვაჟკაცმა არც არაფერი უნდა სთხოვოს ქალს და არც არაფერში ძალა დაატანოს, დიაცები სულგრძელნი არიან – რაც შეუძლიათ იმას თვითონაც არ დაიშურებენ.

ქალთა უმრავლესობას პრინციპები არ გააჩნია, გულის კარნახს ემორჩილებიან და მათი საქციელი იმ მამაკაცზეა დამოკიდებული, ვინც უყვართ.

ახალგაზრდა ქალებს ჩაცმა დახურვასა და საჭმელ-სასმელის გარდა კიდევ სხვა რამეც სჭირიათ, სხვა მოთხოვნილებაცა აქვთ, რასაც კდემამოსილებით ვეღარ ამხელენ.

ჩვეულებრივი ქალისთვის ყველა მამაკაცი მამაკაცია მხოლოდ; მისთვის კი, ვისმა გულმაც შეიცნო სიყვარული, თავისი მიჯნურის გარდა, მამაკაცი არ არსებობს.

მამაკაცს ყოველთვის უნდა ქალის პირველი სიყვარული იყოს. ქალები კი შორსმჭვრეტელნი არიან და სურთ იყონ მამაკაცის უკანასკნელი ვნების საგანი.

ქალი ყოველთვის მერყევი და ცვალებადია.

როცა პირველად ნებდება, ქალი ფიქრობს, რომ მამაკაცს მთელი სამყარო მისცა, მამაკაცს კი ჰგონია, რომ მიიღო სათამაშო. ქალი ფიქრობს, რომ მისცა მარადისობა, მამაკაცს კი ჰგონია, რომ მიიღო წუთი

ქალები როგორც მოკრძალებულნი და კდემამოსილნი, თავიანთ ნაზ გულში იმარხავენ დაფარულად სიყვარულის ალს, ხოლო დაფარული ალი რომ უფრო ძლიერია გამოჩინებულზე, ეს იცის ყველამ, ვისაც კი განუცდია მისი ძალა თავის თავზე.

თუ გიყვარს ქალი – უარჰყო უნდა სულ ყველაფერი. მარტოოდენ უნდა გწამდეს ის, ვინც გიყვარს, მის მხურვალე მკერდზე უნდა ნახო ნავსაყუდელი, მარტო მის გულს უნდა სცემდე თაყვანს, როგორც ღმერთს, და დასთმო უნდა გარშემო ქვეყნიერება. ოჰ, ქალო, ქალო!

 

საა.. ოქტომბერი 1, 2009

Filed under: ლიტერატურა — viprez @ 10:22 AM

_ საა..
გძინავს?
ჯერ არ დაიძინო რა, სა..
შენთან ლაპარაკი მინდა..
სა,
იცი, მე ისევ მაწუხებს სუიციდი,
დღეს გიყურებდი და ვერც..
სა, იცი, ისე რთულია გაძვრე უდაბნოში,
რომ მე ისევ უწყლოდ ვრჩები..
სიცივემ ხელები დაისერა და სისხლი სულ მე მასვა,
მერე კი შენზე მელაპარაკა, სა..
ჩემი თვალები თაღებად ეფარებიან ტკივილს
და მე სულ ვსველდები, როცა წვიმს,
რადგან შენ მახსენდები და ვტირი..
სა,
ვიცი ისევ გაწუხებს სუიციდი..
ვიცი, რწმენამდე გზებია, რომლებზეც შენ ჩაგქოლავენ,
სულ 3 გზაა, სა,
ტკივილი, სიცივე და სევდა,
იცი, მე სულ მინდოდა შენთან ერთად მეფრინა ცაში,
სა, მოდი რა, ნუ ვივლით გზებით,
უბრალოდ ერთხელაც დავიკიდოთ ეს დედანატირები მიმართულებები:
მარჯვნივ, მარცხნივ, წინ და უკან..
მოდი რა, დავიკიდოთ და უბრალოდ ზემოთ წავიდეთ..
შენ ხომ იცი ფრენა?
ხომ შემპირდი გასწავლიო,
ჰოდა..
სა..
იცი, გუშინ შენი დღიური წავიკითხე,
ვიცი..
ვიცი ისევ გაწუხებს წვივების ტკივილი,
მე კი სულ მინდა დაგარწმუნო, რომ
ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას,
რომ შენ ფეხს მოგაჭრიან..
მე მაშინაც მიყვარდი, როცა მანქანამ დაგარტყა
და 3 დღის განმავლობაში, ექიმები მხოლოდ შენს სიკვდილს ვარაუდობდნენ..
სა..
ალბათ დღესაც არაფერი გიჭამია..
იცი, გუშინ ქუდი მოგიქსოვე,
მინდა, რომ სულ თავზე გეფაროს, თორემ გამიცივდები..
შენ ხომ ისეთი სუსტი ხარ, რომ სულ ავადმყოფობ..
სა..
მოიხსენი რა ეგ სათვალე,
მოიხსენი ეგ შავი სათვალე,
არ გიხდება,
შენს თავს ვფიცავარ, არ გიხდება..
შეხედე მზეს და იფიქრე..
ჩემზე ნუ იფიქრებ,
უბრალოდ, მიხვდი, რომ მარტო არ ხარ
და ის ხმელი ჭადარიც, რომელზეც ბავშვობიდან ცდილობ აძვრე,
მხოლოდ ილუზიაა,
და არანაირი ნატვრის ხე არ არსებობს..
სა..
გამიგონე რა..
მე ისევ ვთოვ და არასოდეს მოგცემ იმის საშუალებას,
რომ შენი ახალი პალტო ჩაიცვა,
არ გიხდება შავი, სა.. არა..
ვიცი, ყოველ დილით უყრი ბეღურებს
შენი საუზმიდან გადარჩენილ ნამცეცებს,
არადა ამ ბოლო დროს სულ აღარ ჭამ, ხომ ვიცი..
ვიცი..
ვიცი, სა, მეც გახსოვარ,
ვიცი შენ უკვე ისე შეეჩვიე უდაბნოს,
რომ აღარც კი გახსოვს ბოლოს როდის იყავი მყინვარზე,
მე კი სულ გელოდები..
ჩემი სახლის უკან რომ ქუჩაა, იქ გელოდები..
ქაშუეთის წინ რომ მათხოვარია, იქ გელოდები..
ცაში ნაწვიმარზე გელოდები
და ხვალ, მთაწმინდას რომ პანთეონში დაასაფლავებენ,
იქაც დაგელოდები..
და ვიცი, მოხვალ,
ისევ ისეთი სევდიანი და მკრთალი,
ვიცი მოხვალ და თვალებში ჩამაწვეთებ შენს კაპრიზებს,
ვიცი..
მოხვალ და ძველებურად მეტყვი:
_ სანდრო, მოვედი, გახსოვარ? მე საქართველო ვარ..

და მე გაკოცებ..

(more…)

 

უსათაურო აგვისტო 22, 2009

Filed under: Coffee and Cigarettes — viprez @ 12:40 PM

მაგალითი,რომელიც ახლა გამახსენდა ასეთია:როდესაც ოჯახთან ცხოვრობ და მომქანცველ სამუშაოზე მუშაობთ,ხშირად სახლში დაბრუნება დაქანცულს გიხდებათ.ასეთ დროს თუ დედა,მამა და ან ოჯახის რომელიმე სხვა წევრი გკითხავს: – “შენ მე გიყვარვარ?” შენ პასუხობ: – “დიახ”.მაგრამ თუკი ადამიანი დაიჟინებს: – “მაგრამ დანამდვილებით გიყვარვარ სწორედ ახლა,განიცდი ამ სიყვარულს?”ასეთ შემთხვევაში პატიოსნად თუ უპასუხებდით,ალბათ იტყოდით: – “არა,ამაჟამად არ განვიცდი არაფერს – ზურგის ტკივილის და სხეულის დაღლილობის გარდა.”მაგრამ სრულიად მართალი იქნებით,თუ იტყვით,რომ გიყვართ,იმიტომ,რომ შესანიშნავად იცით,დაღლილობის საფარქვეშ სიყვარულის ცოცხალი წყარო იმალება.და როდესაც ქრისტე ამბობს:”ვისაც ვუყვარვარ,ჩემი მცნებები აღასრულოს…”ეს არ ნიშნავს:”თუ მე გიყვარვარ,გამუდმებით აღტაცებულ მდგომარეობაში უნდა იმყოფებოდე…”არამედ – “თუ ჩემი გჯერათ,იმის მიხედვით იცხოვრეთ,რაც მოგეცათ.”ეს იმას ნიშნავს,რომ იმაზე ცოტა მეტი გააკეთოთ,რაც მოგვეთხოვება,სულ ცოტა მეტი,იმაზე,რასაც ჩვენი სურვილით გავაკეთებდით.

 

პასუხისმგებლობა! ივნისი 7, 2009

Filed under: Coffee and Cigarettes — viprez @ 12:46 PM

პასუხისმგებლობა ეკისრება ადამიანს,თავისი ქმედების ან უმოქმედობსი გამო.პასუხისმგებლობა არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც დღე აკლია თანამედროვე ქართულ საზოგადოებას.ამის თაობაზე ბევრ პატივსაცემ პიროვნებას წარომუთქვამს სიტყვა და თავის სიტყვაში დაუმარცვლავს და გამოუკვეთია ეს მეტან მნიშვნელოვანი თვისება ადამაინში.
პ ა ს უ ხ ი ს მ გ ე ბ ლ ო ბ ა!
ყველა ადამიანი პასუხსიმგებელია ერისა და ქვეყნის წინაშე,მაგრამ რომელ ერსა და ქვეყანაზეა საუბარი,როცა საქართველოში ადამიანებს სამოქალაქო პასუხისმგებლობის განცდა არ აქვთ.ეს კიდევ არაფერი მოდი გაკვრით შევეხოთ მეგობრობრებს შორის ურთიერთობას,ადამიანს მეგობარი გონია ის ვისთანაც ადამიანურ სიმპათიას განიცდის და ვერ აცნობიერებს პასუხსიმგებლობას მისი მეგობრის წინაშე.რაც შეეხება ხელისუფლების პასუხისგებლობაზე,ეს ხომ საერთოდ 0-ია.(ვინაიდან აბსოლიტურად აპოლიტიკური ბლოგია ახსნას არ დავიწყებ რატო).
აგერ ამ პატარა პოსტში უკვე შვიდჯერ ვახსენე სიტყვა” პასუხსისმგებლობა” და არც ერთხელ უხეშად არ მოგხვედრიათ ყურში.ეს იმიტომ, რომ ყველანაირად ვეცადე უმტკივნეულოდ გამეღვიძებინა ამ პოსტის მკითხველისთვის პასუხისმგებლობის გრძნობა თუ არა და ჩაგვძირა ამ უპასუხისმგებლობამ ღრმა ჭაობში და ეს ისეთი ჭაობია საიდანაც ამოსვლა შეუძლებელია!
მოდით ავდგეთ!ყველამ ავიღოთ ჩვენ-ჩვენი წილი პასუხისმგებლობა!ყველა ამოისუნთქბს და ჩვენც მართლები ვიქნებით,ერის ღვთისა და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი სინდისის წინაშე!

 

სიტყვა მაისი 25, 2009

Filed under: Coffee and Cigarettes — viprez @ 3:23 PM

სიტყვა წარმოადგენს ორმხრივ ერთეულს, რომელშიც მატერიალური ფორმა შეერწყმის იდეურ შინაარსს (მნიშვნელობა).ეს არის სიტყვის ოფიციალური განმარტება : ).თითქმის ყოველ დღე,ადამიანი რამოდენიმე საათი ლაპარაკობს ვამბობთ უამრავ სიტყვას, ზოგი კარგად ჟღერს, ზოგი არც ისე.მაგრამ საინტერესოა,რომ ყოველთვის ვერ ვუფიქრდებით,რას ვამბობთ ან რა იგულისხმება ჩვენს ნათქვამში.სიტყვას დიდი ძალა აქვს.”და,პირველად იყო სიტყვა “ასე იწყება ყველასათვის კარგათ ნაცობი წიგნი.ალბათ ეს უკანასკნელი წიგნი ჩვენ დროში რომ დაწერილიყო ასე ნამდვილად არ დაიწყებოდა,ვინაიდან დღევანდელ ყოფაში სიტყვამ დაკარგა ყველანაირი ღირებული მნიშვნელობა.ჩვენ ადამიანები,სიტყვას ვამბობთ ისე,რომ ზოგჯერ მისი მნიშვნელობაც კი არ გვესმის,არა თუ იმ სიტყვის პატრონები ვართ.ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა:სანამ სიტყვას იტყვი,შენ ხარ იმ სიტყვის პატრონი,მაგრამ სიტყვას,რომ იტყვი უკვე ის სიტყვაა შენი პატრონი.ამ ფრაზაში ბევრი რამეა დასაფიქრებელი და გასათვალისწინებელი, მაგრამ მე მინდა ხაზი გაუსვა ბოლო სიტყვას “პატრონი”.პარტონი რომელიც ძალიან არ გვიყვარს ადამაინებს და სწორედ ამ ჩვენი გაუაზრებელი ლაპარაკით ვიჩენთ ბევრ პატრონს.ლოგიკურია იკითხოს ადამაინმა როგორ გამოდი სიტყვა ჩვენი პატრონი?სულ ადვილადაც.ჩვენი ნათქვამი სიტყვა გვახასიათებს ჩვენ თვითონვე და სადმე რომ მოვხვდებით მოვა ვიღაც და გვეტყვის აი ეს სიტყვა ხო თქვი შენ ბატონო,ხოდა აქედან გამომდინარე ასეთი ხარო.იმედია დაგანახეთ სიტყვის ძალა და საჭიროება.საჭიროებაზე გამახსენდა.ადამიანი ორ შემთხვევაში უნდა იღებდეს ხმას,ერთი როცა რაღაცა აქვს სათქმელი და მეორე,როცა მისი ლაპარაკი საჭირო და აუცილებელია.ასე რომ თქვით სიტყვა გააზრებულად და ჭკვიანურად ისე რომ მერე თქვენივე ნათქვამმა სიტყვამ თქვენვე არ მოგჭრათ კბილი.

 

ძალიან საინტერესო და უცნაური ფაქტები მაისი 19, 2009

Filed under: Coffee and Cigarettes — viprez @ 11:41 AM

1.ამერიკელების მიახლოებით 36 % აცხადებს, რომ ისინი ელაპარაკნენ ღმერთს.
2.ჰავაური ანბანი შედგება მხოლოდ და მხოლოდ 12 ასოსგან.
3. მარკ ტვეინს არ დაუმთავრებია საშუალო სკოლა.
4.მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მშობლები იყვნენ 8 და 9 წლისები და ცხოვრობდნენ ჩინეთში 20 საუკუნის დასაწყისში.
5.ადამიანის ძვლები და თმა აგრძელებს ზრდას მისი პატრონის სიკვდილის შემდეგაც!
6.თქვენი მარცხენა ფილტვი უფრო პატარაა ვიდრე მარჯვენა იმის გამო, რომ გულს მეტი ადგილი შეხვდენოდა!
7. კევის ღეჭვა ხახვის გაფცქვნის პარალელურად, თავიდან აგაცილებთ არასასურველ ცრემლებს.
8. The Mercedes-Benz განმარტება არის “Das Beste oder Nichts” – რაც ნიშნავს: “ან საუკეთესო, ან არაფერი.”
9.ზღვის ნიჟარის ყურზე მიდებით არ გეგონოთ, რომ ზღვის ხმა გესმით, არა, ეს მხოლოდ თქვენს ყურში მოძრავი სისხლის ხმაა.
10.ყოველთვის როცა აცემინებთ, თქვენი ტვინის რამდენიმე ასეული უჯრედი კვდება!
11.რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ტიტანიკის აშენებას დაჭირდა 7 მილიონი დოლარი და მასზე ფილმის გადაღებას 200 მილიონი!!!
12.ეიფელის კოშკის ბოლომდე ასასვლელად დაგჭირდებათ 1,792 ნაბიჯი.
13.ყოველ დღე დაახლოებით 200 მილიონი წყვილი არის დაკავებული სექსით, 400,000 ბავშვი იბადება და 140,000 ადამიანი კვდება
14.გულის შეკუმშვისას გამოყოფილი წნევა, საკმარისია იმისთვის, რომ სისხლი გაისროლოს 10 მერზე!!!
15.თუ თქვენ იყვირებთ 8 წელი, 7 თვე და 6 დღე, ეს ენერგია საკმარისი იქნება რომ აადუღოთ ერთი ჭიქა ყავა
16.ტარაკანას შეუძლია 9 დღე იცოცხლოს თავის გარეშე და 9 დღის შემდეგ შიმშილის გამო კვდება.
17.ალ კაპონეს სავიზიტო ბარათი იუწყებოდა, რომ ის იყო ავეჯის გამყიდველი
18.Playboy-ს გამოკვლევებით უფრო მეტ ქალს უყვარს სექსის დროს უხამსი ლაპარაკი ვიდრე კაცს!
19.ძველი ბერძნები იპარსავდენ წარბებს, თავიანთი კატების გარდაცვალების შემდგომ. ამით ისინი გლოვობდნენ მათ სიკვდილს.
20.რვაფეხა ერთადერთი ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც აქვს 3 გული
21.საქმე რომ არ გქონდეთ და 24 საათი ითვლიდეთ, ტრილიონს მიაღწევთ 31,688 წლის შემდეგ
22.ტომას ედისონს, ნათურის გამომგონებელს ეშინოდა სიბნელის
23.გამოკვლევების თანახმად, პროცენტულად, ბიჭებს, რომლებსაც ქვიათ უცნაური/არაორდინალური სახელები აქვთ სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები, ვიდრე ჩვეულებრივ სახელიანებს : D (მაგ. ჯემალი, ჯიმშერი, და ა.შ. : D)
24.ბრუს ლი ისეთი სწრაფი იყო, რომ უწევდათ ფილმის კადრების შენელება, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მოძრაობების დანახვა. : D
25.ყოველ წამში ადამიანის ორგანიზმში კვდება და იბადება 15 მლნ სისხლის წითელი უჯრედი
26.ლას ვეგასის არც ერთ კაზინოში არ არის საათი.
27.მონა ლიზას არ აქვს წარბები.
28.იაპონელებს და ქართველებს ერთნაირი ტრადიციული რიტუალი აქვთ: გაზაფხულზე უნაყოფო ხესთან მიდიან და ნაჯახის ქნევით აშინებენ, რომ თუ მოსავალს არ მოიტანს, აუცილებლად მოჭრიან. სხვათა შორის, უმეტეს შემთხვევაში რიტუალს დადებითი შედეგი მოაქვს.
29.ჰიტლერი 1938 წელს წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში (WTF)
30.გულის შეტევების 6 % ხდება სექსის დროს. ამ ექვსი პროცენტიდან კი 90 % ხდება ღალატისას
31.მსოფლიოში ყველაზე გრძელი ანბანი კამბოჯელებს აქვთ, მასში 74 ასოა.
32.1977 წლის 13 ივლისს ნიუ-იორკში 52 წუთით გამოირთო ელექტროენერგია, რის გამოც მატერიალურმა ზარალმა მილიარდი დოლარი შეადგინა.(ჩვენთან ხალხი მოგებაშია დენი თუ გამოირთო)

 

Free Hugs აპრილი 24, 2009

Filed under: Coffee and Cigarettes — viprez @ 5:57 PM

ამ პოსტის გარეშე ეს ბლოგი წარმოუდგენლად მეჩვენება.
და აი ეს პოსტიც! : )
უფასო ჩახუტებების კამპანია 2004 წელს წამოიწყო ავსტრალიელმა კაცმა ხუან მანმა (ფსევდონიმია). ეს კამპანია მხოლოდ 2006 წელს გახდა ცნობილი მთელს მსოფლიოში, რაც ავსტრალიური მუსიკალური ჯგუფის “Sick Puppies” დამსახურება გახდა. მათი სიმღერის ვიდეო დაიდო Youtube-ზე. ამ აქციის მთავარი მიზანი არის სიკეთე, ურთიერთგაგება და ჩახუტება.

Free Hugs

უფასო ჩახუტება საქართველოში.ამ ვიდეოს პირვლად ემოციის გარეშე ვერ ვუყურე ძაან მაგარი ვიდეოა : )

 

Hippie :) აპრილი 22, 2009

Filed under: Coffee and Cigarettes — viprez @ 5:59 PM

არა მე არა უბრალოD რაღაცეები მომეწონა ამ “კაი” ხალხის : D

გრძელი თმები, დახეული ჯინსები, ფერადი ტანსაცმელი, უამრავი აქსესუარი და პროტესტი საყოველთაოდ მიღებული ნორმებისადმი – ასეთი იყო გასული საუკუნის 60-იანი წლები, ეპოქა, რომელშიც ჰიპებმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გადააბრუნეს მოდა და შექმნეს სტილი ყოველგვარი წესების გარეშე.

ჰიპები ატარებდნენ გრძელ თმებს, უსმენდნენ როკ-ენ-როლს, ღებულობდნენ ნარკოტიკებს, ცხოვრობდნენ კომუნებში, მოგზაურობდნენ ავტოსტოპით, გატაცებულები იყვნენ მედიტაციით და აღმოსავლური რელიგიით, უმრავლესობა იყო ვეგეტერიანელი. რამდენადაც ჰიპები ხშირად გრძელ თმებში იწნავდნენ ყვავილებს და ჰქონდათ ლოზუნგი “Flower Power” (“ყვავილების ძალა”), მათ უწოდებდნენ ”ყვავილის შვილებს”.

სუბკულტურის ძირითადი პრინციპი – არაძალადობა;

ჰიპები ყოველთვის ასოცირდებოდნენ თავისუფლებასა და სილამაზესთან;

რაც ყველაზე მთავარია, არცერთი თავმოყვარე ჰიპი არ ჩაიცვამდა ტანსაცმელს რომელიმე კომპანიის ლოგოტიპით. არანაირი ბრენდი, არანაირი სამარკო ნიშანი, მხოლოდ უბრალო, არაძვირადღირებული , მოსახერხებელი და მსუბუქი სამოსი – ასეთი იყო მოდა, რომელიც ”ყვავილის შვილებმა” აჩუქეს მსოფლიოს.

 

John Q აპრილი 21, 2009

Filed under: კინო — viprez @ 11:45 AM

აღწერა:
დასახელება:ჯონ ქიუ
ჟანრი:დრამა, ტრილერი, კრიმინალური
გამოშვება: 2002
რეჟისორი:ნიქ კასავეთისი
როლებში:რობერტ დიუვალი, დენზელ ვაშინგტონი, ჯეიმს ვუდსი, ენ ჰეჩი, ქიმბერლი ელიზი, ლაურა ჰერინგი, დევიდ ტორტონი, ლარისა ლასკანი

ფილმის მიმოხილვა
ჯონ კიუ – რიგითი ამერიკელია, რომელიც მუშაობს ფაბრიკაზე და გიჯდება თავის ოჯახზე. მისი ცხოვრების აზრი ცოლი დენიზი და შვილი მაიკალი არის. როდესაც მაიკალი მოხვდება საავადმყოფოში სერიოზული დაავადებით და მას საშველად სჭირდება გულის გადა ნერგვის ოპერაცია, რომელზეც ოჯახს არააქვს საკმარისი ფული, ჯონი გადაწყვეტს მასზე დამოკიდებული ყველაფერი გააკეთოს. ის გადაწყვიტავს მძევლებად საავადმყოფოს თანამშრომლები აივანოს და შვილის ოპარაცია მოითხოვოს გამოსასყიდის სახით.
(more…)

 

თინეიჯერები აპრილი 4, 2009

Filed under: Coffee and Cigarettes — viprez @ 3:03 PM

ამ პოსტში შევეხები თინეიჯერებს და მათთან დაკავშირებულ პრობლემებს.
თინეიჯერობის ასაკში ბავშვები განიცდიან ფიზიკურ და ემოციონალურ განვითარებას.ეს ერთდროულად მშვენიერი და საშიში დროა.ისინი იმ ასაკში არიან როდესაც ყალიბდება მათი საბოლოო ხასიათი.უხეშმა მოპყრობამ ან დაყვირებამ შეიძლება ამ ასაკში ღრმა ფსიქოლოგიური ტრამვა მიაყენოს ბავშვს.
ზოგ მშობელს ჯერა სიმკაცრის, მაგრამ უკიდურესმა სიმკაცრემ შესაძლოა სახლში ავტორიტარული ატმოსფერო შექმნას. მშობლები შეიძლება იყვნენ მესაკუთრენი და ეცადონ რომ შვილები მათზე იყვნენ დამოკიდებულნი. ამ ორმა შეხედულებამ შეიძლება ამბოხი გამოიწვიოს ბავშვში ან პირიქით ჩაკლას ბავშვის ბუნებრივი მიდრეკილება თავგადასავლებისაკენ.
სიტყა-თინეიჯერი,  ასოცირდება  თავისუფლებასთან.მაგრამ თვითონ თავისუფლება ყველასთვის სხვადასხვა რამესთან არის გაიგვებული.მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა სიტყვა ,,თავისუფლებაში” არ დაინახოს მხოლოდ იმის მნიშვნელობა,რომ რაც უნდა ის აკეთოს და მისთვის ყველაფერი ნებადართულია, არამედ გააცნობიეროს, რომ სიტყვა თავისუფლება გულისხმობს დიდ პასუხისმგებლობას და ვალდებულებებს საკუთარი თავის წინაშე.
P.S.თინეიჯერობა არა მარტო გართობა და თავისუფლებაა ასევე ეს ასაკი მომავალი ცხოვრების და კარიერის წინაპირობაც გახლავთ.